გამოიყენეთ ი-სპეისის აპლიკაცია თქვენი ელექტრომობილისთვის. ისარგებლეთ ჩვენს ქსელში არსებული მე-2 დონის და სწრაფი დამტენებით მთელი საქართველოს მასშტაბით.
პირველად საქართველოში, შექმენით თქვენი დამტენების ქსელი ი-სპეის აპლიკაციის დახმარებით და მიიღეთ შემოსავალი თქვენი დასამუხტი სადგურებიდან
პირველად საქართველოში, ჩაერთეთ ი-სპეისის აპლიკაციის ბიზნეს მოდულში და მიიღეთ შემოსავალი თქვენი დასამუხტი სადგურიდან.
ი-სპეისი დაარსდა 2016 წელს და იყო პირველი, რომელმაც საქართველოში დაამონტაჟა საჯარო მოხმარების ორი დამტენი. დღემდე ი-სპეისი ავითარებს დამტენების ქსელს მთელი საქართველოს მასშტაბით და მომხმარებლებს/ბიზნესს სთავაზობს დამტენებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მომსახურებებს.
ელექტრო ტრანსპორტი არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მომავალი. ჩვენი მისიაა ფეხი ავუწყოთ ცივილიზებულ, განვითარებულ სამყაროს და საქართველოში შევქმნათ/განვავითაროთ საჭირო ინფრასტრუქტურა და ყველა საჭირო სერვისები ელექტრომობილების მძღოლებისთვის, დავენერგოთ სმარტ ტექნოლოგიები ისე, რომ ყველასთვის თანაბრად იყოს ელექტრო ტრანსპორტი ხელმისაწვდომი. ეს ბუნებრივია აისახება ქვეყნის ეკოლოგიურ მდგომარებაზე და ჩვენი დიდი სურვილია, მის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.